logo
ENG



800 ანტისაზენიტო რაკეტა, 9000 ყუმბართმტყორცნი და სხვა - აშშ-ის ახალი დახმარება უკრაინას

16 მარ 202221:05
3 წუთის საკითხავი
 

აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თავდაცვით იარაღს, რომელსაც აშშ უკრაინას აქამდეც აწვდიდა, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებს და სტინგრებს - ანტისაზენიტო რაკეტებს. 

ასევე, ე.წ კამიკაძე დრონებს. 

უკრაინას გადაეცემა: 

  • 800 სტინგერის საზენიტო სისტემა;
  • 2000 ერთეული ჯაველინი;
  • 1000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი,  6000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო AT-4. 
  • 100 ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა (ე.წ კამიკაძე დრონი);
  • 100 ყუმბარმტყორცნი, 1000 პისტოლეტი, 400 ტყვიამფრქვევი, 5000 ავტომატური შაშხანა, 400 გლუვლულიანი საბრძოლო იარაღი;
  • 20 მილიონზე მეტის ღირებულების საბრძოლო მასალა;
  • ჯავშნის 25000 კომპლექტი; 
  • 25000 ჩაფხუტი.

"პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ჩვენ დავადგინეთ და ვეხმარებით უკრაინას დამატებითი შორი მანძილის საზენიტო სისტემებითა და შესაბამისი საბრძოლო მასალებით.

დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 9000 ანტისატანკო სისტემას. ეს არის პორტატული, მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებსაც უკრაინული ძალები ეფექტიანად იყენებდნენ შეჭრილი რუსული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად. 

დახმარება ასევე მოიცავს 7000 ერთეულ მცირე ზომის იარაღს, ტყვიამფრქვევს, თოფს, ყუმბარმტყორცნს". - თქვა ჯო ბაიდენმა. 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას მხოლოდ ბოლო 1 კვირაში აშშ-მ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. 

თუმცა, აშშ უკრაინას კვლავ უარს ცის დახურვასა და მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა ომის დაწყების დღიდან ითხოვს. 


close დახურვა